მასწავლებლის პროფესიული განვითარების ფასილიტატორი
ვინ არის მასწავლებლის პროფესიული განვითარების ფასილიტატორი და რა მიზნებს ემსახურება მისისაქმიანობა?
მასწავლებლის პროფესიული განვითარების ფასილიტატორების საქმიანობის ძირითადი მიმართულებაა მასწავლებელთა დახმარება პროფესიულ საქმიანობაში, რათა მათ შემდგომში დამოუკიდებლად შეძლონ საკუთარი პრაქტიკის წარმართვა და გაუმჯობესება. სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა ფასილიტაცია პროფესიული განვითარების ყველაზე ეფექტურ ფორმად არის მიჩნეული, რადგან იგი მიმართულია ცალკეული მასწავლებლის საჭიროებებზე.
რა არის მასწავლებლის პროფესიული განვითარების ფასილიტატორის ფუნქციები და როგორ წარიმართებამისი საქმიანობა?
ფასილიტატორს ეკისრება შემდეგი ფუნქცია-მოვალეობების შესრულება:
- მასწავლებლის დახმარება ინდივიდუალურ პროფესიულ საჭიროებათა დადგენაში;
- თვითშეფასების კითხვარის შევსებისას ზოგადი ინსტრუქციების მიცემა მასწავლებლებისთვის.
- მასწავლებლის დახმარება პროფესიული განვითარების ინდივიდუალური სამოქმედო გეგმისშედგენაში.
- მონაწილეობა მასწავლებლის შეფასების ჯგუფის საქმიანობაში.
- დაესწროს მისი პროფესიული ზედამხედველობის ქვეშ მყოფი მასწავლებლების მიერ ჩატარებულგაკვეთილებს და შეაფასოს ისინი გაკვეთილზე დაკვირვების სტანდარტიზებული რუბრიკისგამოყენებით;
- მონაწილეობა მიიღოს მისი პროფესიული ზედამხედველობის ქვეშ მყოფი მასწავლებლების შიდასაგაკვეთილო დაკვირვების მოსამზადებელ შეხვედრებში;
- მონაწილეობა მიიღოს განმავითარებელი შეფასების შემუშავებაში მისი პროფესიული ზედამხედველობის ქვეშ მყოფი მასწავლებლების მიერ ჩატარებული გაკვეთილის, ასევე მათ მიერ განხორციელებული სხვა აქტივობების საფუძველზე;
- შეაფასოს მასწავლებლების პროფესიული საქაღალდეში წარმოდგენილი დოკუმენტაცია დადგენილი კრიტერიუმებისა და რუბრიკების მიხედვით;
- მონაწილეობა მიიღოს მასწავლებლისთვის კრედიტქულების მინიჭების, ასევე მისთვის სქემით გათვალისწინებული სტატუსის მინიჭების, შენარჩუნების ან შეწყვეტის თაობაზე მასწავლებლის შეფასების ჯგუფის განხილვებში.
- მასწავლებლის პროფესიული განვითარების ფასილიტატორის განსაკუთრებული ფუნქცია შეფასების ჯგუფში არის მასწავლებლებისთვის შიდა საგაკვეთილო დაკვირვებისა თუ სხვა საქმიანობების შეფასების საფუძველზე განმავითარებელი შეფასებისა და რეკომენდაციების მიწოდება.
ფასილიტატორის შერჩევა ხდება ორი ნიშნით–პროფესიული და პიროვნული მახასიათებლების მიხედვით,რომლებიც თანაბრად მნიშვნელოვანია კანდიდატების შეფასებისას.
პროფესიული მახასიათებლები:
- მაღალ დონეზე ფლობს საგნობრივ ცოდნას;
- იცნობს და პრაქტიკაში იყენებს თანამედროვე პედაგოგიურ მიდგომებს (სწავლა-სწავლება, შეფასება, სასწავლო გარემო);
- მუდმივად ორიენტირებულია საკუთარ პროფესიულ განვითარებაზე
- აქვს მაღალი პროფესიული მოტივაცია და შეუძლია სხვათა მოტივაციის ამაღლება;
- მის მოსწავლეებს აქვთ მაღალი აკადემიური მიღწევები;
- ზრუნავს სკოლის განვითარებაზე;
- შეუძლია მუშაობა კულტურულად მრავალფეროვან გარემოში.
- აქვს ანალიტიკური აზროვნების უნარი.
- ფლობს საინფორმაციო ტექნოლოგიებს.
- იცნობს და შეუძლია გამოიყენოს სსსმ მოსწავლეებთან მუშაობის სტრატეგიები.
- არის სამართლიანი და ობიექტური;
- იზიარებს გუნდური მუშაობის პრინციპებს;
- აქვს ლიდერის თვისებები;
- არის კოლეგიალური;
- აქვს კარგი ინტერპერსონალური კომუნიკაციის უნარი.
0 Komentar